22:03 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-06 17:08:41, 646 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებას მარია კოლესნიკოვასა და მაქსიმ ზნაკის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი დღეს მინსკში გამართულ სასამართლო განაჩენს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციონერ  მარია კოლესნიკოვას და  მაქსიმ ზნაკს,  11 და 10 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

„ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოითხოვს ბელარუსში ყველა პოლიტპატიმრის, მათ შორის ქალბატონი კოლესნიკოვასა და ბატონი ზნაკის, დაუყოვნებლივ  გათავისუფლებას ,“- აღნიშნულია ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს, მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც სტანოსმა აღნიშნა, ევროკავშირი კვლავ ცდილობს ლუკაშენკოს მთავრობას  ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროს.

"ევროკავშირი გმობს მინსკის რეჟიმის მიერ ბელარუსი ხალხის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების უხეშ უპატივცემულობას. ის გააგრძელებს ძალისხმევას იმის ხელშესაწყობად, რომ ბელარუსის ხელისუფლებას სასტიკი რეპრესიების განხორციელებისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროს ", - ნათქვამია განცხადებაში.

.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
საქართველოში რუსულენოვანთა რაოდენობა თითქმის 19%-ით გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics