2021-09-06 14:53:16, 404 ნახვა
საზოგადოება
ღვაწლმოსილი ექიმი, მერი ბოლქვაძე, მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, საპატიო სიგელით დააჯილდოვეს
ღვაწლმოსილი ექიმი, მერი ბოლქვაძე, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, საპატიო სიგელით დააჯილდოვა.
მერი ბოლქვაძეს პროფესიული საქმიანობიდან გაცილება სალიხ აბაშიძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრში მოუწყვეს.
,,მადლობა ქალბატონ მერის სამედიცინო სფეროში გაწეული 56 წლიანი საქმიაინობისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და მოქალაქეებზე ზრუნვითსვის. ვუსურვებ უპირველესად ჯანმრთელობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს“ - აღნიშნა ზურაბ თენიეშვილმა.
მერი ბოლქვაძე, ინფექციური საავადმყოფოს, ტუბერკულოზის განყოფილებაში ექიმ ლაბორანტად (რენტგენოლოგი) 33 წლის განმავლობაში მუშაობდა.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),