09:13 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-06 13:02:47, 488 ნახვა

საზოგადოება
სენაკის მერობის კანდიდატი ექიმ-ეპიდემიოლოგებს შეხვდა

სენაკის მერობის კანდიდატი ვახტანგ გადელია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატებთან - საბა ოდიშარიასთან და ლევან უჩანეიშვილთან ერთად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, ექიმ-ეპიდემიოლოგებს შეხვდა.
შეხვედრაზე  მუნიციპალიტეტის ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, კანდიდატი ეკის ადმინისტრაციული ერთეულის ამბულატორიაში მიმდინარე მასობრივი ვაქცინაციის პროცესს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მათთან საუბრისას გამოიკვეთა ძირითადი პრობლემები, რომელთა მოგვარებაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს, ან სამომავლოდ დაიგეგმა. ასევე ისაუბრეს დროულ ვაქცინაციაზე, როგორც ინფექციისგან დაცვის ეფექტურ, უსაფრთხო და უალტერნატივო საშუალებაზე.
,,მინდა, ექიმ-ეპიდემიოლოგების მიმართ განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო. საქართველოში, კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდანვე, სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თითოეული თანამშრომელი ბრძოლის წინა ხაზზე დგას და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, მაღალი პროფესიონალიზმით, სასწაულის ტოლფას საქმეს აკეთებს საზოგადოების და ქვეყნის დასაცავად” - აღნიშნა სენაკის მერობის კანდიდატმა ვახტანგ გადელიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics