10:50 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-03 18:27:47, 597 ნახვა

საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე უხვი ნალექის შედეგად დამეწყრილი ადგილების გაწმენდით სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე უხვი ნალექის შედეგად დამეწყრილი ადგილების გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.-ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტში დილიდან მობილიზებულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს უხვი ნალექის შედეგად დამეწყრილი ადგილების გაწმენდითი სამუშაოები.

"აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, არც ერთი ოჯახი არ დარჩება უყურადღებოდ. „უხვი ნალექის შედეგად, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში განვითარდა მეწყრული პროცესები. ადგილზე გავეცანით სიტუაციას. მუშაობს შტაბი, რომელშიც ჩართულია როგორც აჭარის საგზაო დეპარტამენტი, აპარატი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობა. ის ოჯახები, რომლებიც საჭიროებენ უსაფრთხო ადგილას გადაყვანას, დღესვე იქნებიან გადაყვანილები. გეოლოგები დაიწყებენ მუშაობას და ყველაფერი გაკეთდება, რომ არც ერთი ოჯახი არ დარჩეს ყურადღების გარეშე" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უკვე გაიხსნა მახო - სიმონეთის გზა. დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები ზედა ახალშენი-ხეღრუს მიმართულებით.

ინტენსიური მუშაობის შედეგად სოფ. ქობულეთი-ქათამაძეები-ალამბრის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია. სტიქიის შედეგად ქობულეთში  40-მდე მეწყრული კერა წარმოიშვა და დაზიანდა ხუთი საცხოვრებელი სახლის სახურავი.

სტიქიამ დააზიანა ასევე „აგროსერვისცენტრის" სასათბურე მეურნეობა.

ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტში გრძელდება საავტომობილო გზაზე კლდოვანი ჩამონაშალისგან გაწმენდითი სამუშაოები."-ნათქვამია განცხადებაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
ყატარში, მსოფლიოში უდიდეს თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების ცენტრში აფეთქება მოხდა, 54 ადამიანი დაშავდა
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics