|
2021-09-02 17:39:58, 303 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძემ სოლოლაკის მოსახლეობასთან ძველი თბილისის განვითარების მხარდამჭერი პროექტები განიხილა
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე აგრძელებს მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს.-ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს. მატი ცნობით, ამჯერად მაჟორიტარობის კანდიდატი გიგა ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა და მათთან უკანასკნელ წლებში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. "ზურაბ აბაშიძემ განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურულ საკითხებზე გაამახვილა. მისი თქმით, კახა კალაძის გუნდს კარგად აქვს გაცნობიერებული მთაწმინდის რაიონში არსებული პრობლემები და უკვე არსებობს ძველი თბილისის განვითარების გეგმა, რაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლების შენარჩუნებასა და მოვლა-პატრონობასაც მოიცავს. ამასთან, რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება, მათ შორის, სპორტული მოედნების მოწყობა, რეკრეაციული სივრცეების გაჩენა და სკვერების მოწყობა. როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, შეხვედრები მთაწმინდის რაიონის ყველა ქუჩის მცხოვრებლებთან ეტაპობრივად გაიმართება, რათა სამომავლო პროექტების დაგეგმვისას მაქსიმალურად მოხდეს თითოეული მთაწმინდელის პოზიციისა და ინტერესების გათვალისწინება. მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღო მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ."-ნათვქმია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)