07:54 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-02 16:05:45, 290 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ჭიათურის საბაგირო, რომელიც არის უმაღლესი სტანდარტის მიხედვით გაკეთებული, უნიკალური პროექტია, ეს იყო გამოწვევა, პრობლემა, რომელიც ჩვენ გადავწყვიტეთ

ჩვენ დღეს საზეიმოდ გავხსენით ჭიათურის ცნობილი საბაგირო, რომელიც არის უმაღლესი სტანდარტის მიხედვით გაკეთებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ჭიათურაში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მოწვეული ჰყავდა ფრანგული კომპანია ,,პომა", რომელმაც სამუშაოები შეასრულა.

„ეს არის უნიკალური პროექტი ჩვენი ჭიათურისთვის და ჭიათურელებისთვის. 2 კვირაა, რაც საბაგირომ მუშაობა დაიწყო და უკვე 20 ათასი ვიზიტორი იმყოფებოდა აქ, რომლებმაც საბაგიროთი ისარგებლეს. ეს იყო გამოწვევა, პრობლემა, რომელიც ჩვენ გადავწყვიტეთ და ავაშენეთ ახალი საბაგირო, რომელიც დაჯდა 55 მილიონი ლარი. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ირაკლი ქარსელაძეს და მის გუნდს ძალიან წარმატებული, ეფექტური სამუშაოსთვის, ასევე საფრანგეთის საელჩოს, ბატონ დიეგო კოლასს, რომელიც ასევე აქტიურად იყო ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში და ფრანგულ კომპანია „პომას" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics