|
2021-09-02 11:03:16, 642 ნახვა
პოლიტიკა
კელი დეგნანი - მივესალმებით „ნაცმოძრაობის“ მიერ ხელშეკრულების ხელმოწერას, რადგან შეთანხმება წარმოადგენს ქვეყნისთვის საჭირო რეფორმების საგზაო რუკას
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ნაციონალური მოძრაობის მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერას მიესალმება. დეგნანის თქმით, შეთანხმება წარმოადგენს რეფორების საგზაო რუკას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა საქართველოს სამომავლო გზის გასაძლიერებლად. "მივესალმებით ნაციონალური მოძრაობის ამ გადაწყვეტილებას. ეს ხელმოწერა მართლაც არის კარგი ნიშანი იმისა, რომ პოლიტიკურ სივრცეში შეთანხმება შედგეს. ეს არის მნიშვნელოვანი, რათა ის რეფორმები გატარდეს, რომელიც აუცილებელია და ამ შემთხვევაში, საქართველოს ლიდერებს შორის უნდა იყოს ეს მოლაპარაკება. რა თქმა უნდა, ამერიკელი და ევროპელი მხარეები ყველანაირად ეცდებიან, რომ დაეხმარონ ამ პროცესს, მაგრამ ეს არის ქართველ ლიდერებს შორის მიმდინარე პროცესი. ეს ნიშანია, რომ ის რეფორმები, რომელიც დაგეგმილია, აუცილებლად განხორციელდება, რაც გააძლიერებს მთლიანად საქართველოს, დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და საარჩევნო პროცესსაც შეუწყობს ხელს", - განაცხადა ელჩმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)