13:47 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-01 12:25:35, 351 ნახვა

საზოგადოება
ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე თანამედროვე სკვერი მოეწყო

საბურთალოს რაიონის გამგეობამ ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე მდებარე 5 000 კვ.მ ფერდობზე სკვერის მოწყობა დაასრულა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პროექტის განხორციელებამდე, ფერდობის მდგრადობის დასადგენად, გეოლოგიური დასკვნა მომზადდა.

„ჩემთვის ქალაქში რეკრეაციული სივრცეების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო წლების განმავლობაში, ქალაქის მასშტაბით, ყველა რაიონსა და უბანში ახალი რეკრეაციული სივრცეები გავაჩინეთ, რასაც ქალაქში დამატებითი სიცოცხლე შემოაქვს. მათ შორისაა, ეს ახლადმოწყობილი სკვერი, რომელიც ძალიან ლამაზი გამოვიდა. წლების განმავლობაში, ეს ტერიტორია მოუწესრიგებელი იყო. მნიშვნელოვანია, რომ მომზადდა გეოლოგიური დასკვნა, თუ რამდენად მყარი იყო ეს ფერდობი. ამ დასკვნის საფუძველზე, უკვე სხვა სამუშაოები განხორციელდა. სკვერი ამჟამად, სრულადაა მოწესრიგებული, ულამაზესი ნარგავებით, გასართობი სივრცეებით. ბავშვების სათამაშო მოედნები მოეწყო და მთლიანად შეიცვალა განათების სისტემა, დამონტაჟდა ახალი LED სანათები, ასევე, სარწყავი სისტემა. ხვალ გვექნება შესაძლებლობა, ერთად დავათვალიეროთ ეს ულამაზესი სივრცე“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

დედაქალაქის მერმა საბურთალოს რაიონის გამგებელს, გაიოზ ვასაძეს და გამგეობის თანამშრომლებს პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics