|
2021-08-30 18:13:54, 828 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე-დღევანდელი შეხვედრის მონაწილეები არიან ადამიანები, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან მშვიდობისა და თავისუფლების ფასი
მმართველი პარტიის თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ ოქროყანისა და კოჯრის დევნილთა დასახლებების მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა, სადაც პირადად მოისმინა ადგილობრივი მცხოვრებლების პრობლემები და შეხვედრის მონაწილეებთან ერთად მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა.-ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს. მათი თქმით, დევნილთა დასახლებაში გამართულ შეხვედრებს, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიგა ახვლედიანი ესწრებოდნენ. „გავიცანი ოქროყანისა და კოჯრის დევნილთა დასახლებების მცხოვრებლები და მათთან ერთად განვიხილე ის გამოწვევები, რომელთა დაძლევა მოსახლეობისთვის ამ ეტაპზე ყველაზე პრიორიტეტულია. დღევანდელი შეხვედრის მონაწილეები არიან ადამიანები, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან მშვიდობისა და თავისუფლების ფასი და ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მათ თანადგომასა და მხარდაჭერას. სწორედ ერთობლივი ძალებით დარწმუნებული ვარ, არაერთ მნიშვნელოვან და სასარგებლო პროექტს განვახორციელებთ. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც შეხვედრაზე განვიხილეთ, არის წყალმომარაგების გაუმჯობესება და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და მე პირადად, მიღებული მანდატის ფარგლებში, ვიზრუნებ, რომ ამ მიმართულებით დაიგეგმოს კონკრეტული ნაბიჯები."-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ "როგორც ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობასთან საუბრისას აღნიშნა, „ქართული ოცნების" გუნდის მთავარ პრიორიტეტს მოსახლეობის კეთილდღეობის მხარდაჭერა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს, რისთვისაც მნიშვნელოვანია მოსახლეობის საჭიროებების იდენტიფიცირება და მათზე დროული რეაგირება. სწორედ ამ მიზნით, კოვიდრეგულაციების ზედმიწევნით დაცვით, მოსახლეობასთან შეხვედრები მომავალშიც რეგულარულად გაგრძელდება."-ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)