01:25 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-30 15:23:08, 837 ნახვა

სამართალი
სუსი - საქართველოში არ იმყოფება, კერძო სამხედრო კომპანიასთან დაკავშირებული რუსეთის მოქალაქე პირი და ბოლო წლების განმავლობაში მისი გადაადგილება საზღვარზე არ ფიქსირდება

გვსურს გამოვეხმაურთოთ, ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებულ ინფორმაციას, საქართველოში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“ დაკავშირებული რუსეთის მოქალაქის ყოფნის შესახებ. ასევე, საქართველოში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“ დაკავშირებული კომპანიის საქმიანობის შესახებ.

ცალსახად ვაცხადებთ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, საქართველოში არ იმყოფება, კერძო სამხედრო კომპანიასთან დაკავშირებული რუსეთის მოქალაქე და ბოლო წლების განმავლობაში მისი გადაადგილება საზღვარზე არ ფიქსირდება, ასევე, კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს რუსულ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“, ან ნებისმიერი სახით საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფო უსაფრთხოებას საქართველოში არ ფუნქციონირებს და მსგავსი საქმიანობა აყვანილია კონტროლზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი საბედაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამავე კონტექსტში გავრცელდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს შესაძლო მოქალაქეების შესახებ, რომლებიც ასევე შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყვნენ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“ ან სხვა გასამხედროებულ დანაყოფებთან.

„ცალსახად ვაცხადებთ, რომ დასახელებული პირების აბსოლუტური უმრავლესობა დაკავშირებულია აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან და ისინი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ იმყოფებიან. ის პირები, რომლებიც არ არიან დაკავშირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან და შესაძლოა ფლობდნენ საქართველოს მოქალაქეობას, ბოლო ათი წელია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ ფიქსირდებიან.

იმ შემთხვევაში,თუ რომელიმე პირი ჩამოთვლილთაგან შეეცდება ან გადმოკვეთს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიას, მათ მიმართ გატარდება შესაბამისი ღონისძიებები.
აღნიშნული პირების შესახებ ინფორმაცია, სპეცსამსახურებისთვის და შემდგომ მედიისთვის ხელმისაწვდომი ხდება გარკვეული პერიოდულობით. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღნიშნული პირი 2019 წლიდან შესაბამის კონტროლზე დააყენა. იგი არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე და ვერც მომავალში ვერ შეძლებს საქართველოში შემოსვლას.

აღნიშნულ დაჯგუფებასთან დაკავშირებული პირები არამხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახერხებენ შეღწევას. მას შემდეგ რაც ხდება მათი იდენტიფიცირება ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.

2019 წელს აღნიშნულ პირთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიიღო ინფორმაცია და აღნიშნულმა პირმა დატოვა ტერიტორია.

ცალსახად ვაცხადებთ, რომ მის სახელთან დაკავშირებული კომპანია საქართველოში არ ფუნქციონირებს. მას არ აქვს საგადასახადო ანგარიშსწორება საქართველოს ბიუჯეტთან, არ აქვს ოფიციალური მისამართი, არ ჰყავს თანამშრომლები, შესაბამისად ყველა ინფორმაცია რომელიც გავრცელდა ბოლო პერიოდის განმავლობაში წარმოადგენს მიზანმიმართულ დისკრედიტაციის მცდელობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ. მსგავსი დეზინფორმაცია სამწუხაროდ მოსახლეობაში იწვევს დაუცველობის განცდას რადგან იქმნება შთაბეჭდილება, რომ სახელმწიოფო უსაფრთხოების სამსახური ვერ აიდენტიფიცირებს პირებს რომლებიც დაკავშირებული არიან სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“ რაც სიმართლეს არ შეესაბამება“, - განაცხადა იორგი საბედაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics