|
2021-08-27 16:04:22, 291 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მიზანია ქართული თევზჭერა სრულად ქართული ფლოტით ხორციელდებოდეს
ჩვენი მიზანია ქართული თევზჭერა სრულად ქართული ფლოტით ხორციელდებოდეს და თანამედროვე თევზსაჭერი ბაზა, გახდეს მათ შორის ფოთის ეკონომიკური განვითარების რეალური ხელშემწყობი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტრადიციულ მეთევზეებთან და თევზჭერის ლიცენზიის მფლობელებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, ვიცე-პრემიერთან, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და ფოთის,ხობის და სენაკის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხახუბიასთან ერთად იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა მეთევზეებისგან და თევზჭერის ლიცენზიის მფლობელებისგან მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქართული თევზსაჭერი ფლოტის განახლება "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო და აქტიურად გრძელდება. პროგრამა ქართველ ადგილობრივ მეთევზეებს თანამედროვე სტანდარტის თევზსაჭერი გემების შეძენაში ეხმარება. დღეის მდგომარეობით სულ დაფინანსებულია 13 გემი. აღნიშნული ინვესტიციით 222 სამუშაო ადგილია შექმნილი, ჯამური ინვესტიცია კი 47 586 472 ლარს შეადგენს. როგორც მეთევზეებმა შეხვედრისას აღნიშნეს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დარგი სახელმწიფოსგან ასეთ მასშტაბურ მხარდაჭერას პირველად იღებს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თევზჭერის დარგის განვითარებას სახელმწიფო მომავალშიც შეუწყობს ხელს, რამდენადაც ის უმნიშვნელოვანესია როგორც ფოთისთვის, ისე რეგიონისა და ქვეყნისთვის. მეთევზეებმა პრემიერ-მინისტრს მხარდამჭერი პროგრამებისთვის მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ არსებული გემებით თევზჭერის კვოტის სრულად ათვისება ვერ ხერხდებოდა და ქართველი ლიცენზიანტები იძულებულნი იყვნენ, უცხო ქვეყნის კუთვნილი ნაქირავები გემებით ემუშავათ. თევზმჭერი ფლოტის განახლება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად, ხელს შეუწყობს დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, თევზჭერის პროდუქტების ასორტიმენტისა და გაყიდვების გეოგრაფიის ზრდას. პროექტის ფარგლებში გაცემული სესხის მოცულობამ 46,4 მილიონი ლარი შეადგენა, ხოლო ჯამური ინვესტიციის რაოდენობა - 47,5 მილიონ ლარს აჭარბებს.
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)