22:08 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-26 16:01:36, 395 ნახვა

საზოგადოება
ეუთო/ოდირის მისიამ საქართველოში 2 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნებისთვის მუშაობა დაიწყო

2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს ეუთო/ოდირის 30 გრძელვადიანი და 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი დააკვირდება. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისია 2021 წლის არჩევნებისთვის მუშაობას ოფიციალურად დღეიდან შეუდგა და პირველი ოფიციალური შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებთან გამართა.-ინფორმაციას ცენტრალური საარცევნო კომისია ავრცელებს

მათი თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მისიის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ თუ როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია პანდემიის პირობებში არჩევნების ჩასატარებლად. გიორგი კალანდარიშვილმა ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების იმ ნორმებსა და წესებზე, რომელიც როგორც ზოგადად წინასაარჩევნო პერიოდში ისე უშუალოდ არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნებზე იმოქმედებს.

"ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძემ საარჩევნო რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე და ამ ცვლილების იმპლემენტაციაზე ისაუბრა.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის შეხვედრა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 26 აგვისტოს შედგა. საქართველოში ეუთო ოდირის მისიას ალბერტ იონსონი ხელმძღვანელობს."-ნათქვამია განცხადებაში

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics