|
2021-08-25 13:17:06, 601 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არჩევნების გადადება არ უნდა
„ნაციონალურ მოძრაობას“ და არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არჩევნების გადადება არ უნდა - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის'" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა. მისი თქმით, არჩევნების საკითხი ეპიდემიოლოგებზეა დამოკიდებული. "ჩვენი პოზიციაა და პირადად ჩემი – საკოორდინაციო საბჭოში, რომელშიც შედიან ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები, პროფესიონალი ექიმები, მხოლოდ ისინი არიან უფლებამოსილნი, მათ უნდა გვითხრან, რა პროგნოზს აკეთებენ, როგორ ხედავენ როგორც მინიმუმ მომდევნო ერთი თვის მოვლენების განვითარებას. ისე არ მოხდეს, როგორც შარშან, დეკემბერში, როდესაც ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, სექტემბერში რომ დაგვეხურა რეგიონი და გამოგვეცხადებინა კარანტინი მცირე ვადით მაინცო, ჩვენ აუცილებლად გადავურჩებოდით ბევრ პრობლემას და ბევრ სიცოცხლეს გადავარჩენდითო. სწორედ ამ ადამიანებზეა დამოკიდებული, თორემ „ნაციონალური მოძრაობა“ დარწმუნებული არის გამარჯვებაში, „ნაციონალური მოძრაობა“ არის მზად, შევიდეს ყველა დაბაში, ყველა სოფელში, ყველა ქალაქში და შესულები ვართ უკვე აქტიურ კამპანიაში."- განაცხადა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)