21:25 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-23 21:06:47, 1082 ნახვა

მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი- ვაქცინის უსამართლო განაწილება და ვაქცინაციის ნაციონალიზმი, ზრდის უფრო აგრესიული შტამების გაჩენის რისკს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა ორთვიანი მორატორიუმი მოითხოვა  ვაქცინების  ბუსტერ დოზების ადმინისტრირებაზე,   გლობალური ვაქცინების უთანასწორობის შემცირების და ახალი კორონავირუსული ვარიანტების გაჩენის პრევენციისთვის.

ჯანმო -ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა ბუდაბეშტში გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის "ნამდვილად იმედგაცრუებულია" ვაქცინების შემოწირულობებით მსოფლიო მასშტაბით, რადგან მაშინ, როცა  ბევრი ქვეყანა იბრძვის რომ  პირველი და მეორე დოზით აცრას მოსახლოება,  მდიდარი ქვეყნები მესამე დოზით აპირებენ მოსახლეობის აცრს.

გაეროს ჯანდაცვის სააგენტომ არაერთხელ მოუწოდა მეტად განვითარებულ  ქვეყნებს მეტი გააკეთონ განვითარებადი ქვეყნების ვაქცინებზე წვდომის გასაუმჯობესებლად.

ტედროსის განმარტებით, 4.8 მილიარდი ვაქცინის დოზადან გლობალურად, 75 პროცენტი წავიდა მხოლოდ 10 ქვეყანაში, ხოლო აფრიკაში ვაქცინების დაფარვა 2 პროცენტზე ნაკლებია.

"ვაქცინის  უსამართლო განაწილება  და ვაქცინაციის  ნაციონალიზმი, ზრდის უფრო აგრესიული  შტამების გაჩენის რისკს,”-თქვა ტედროსმა.

რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის შეერთებული შტატებმა, ისრაელმა და უნგრეთმა, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებმა დაიწყეს საუბარი ე.წ ბუსტერ დოზით მოსახლეობის აცრაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics