21:26 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-23 17:04:27, 5278 ნახვა

მსოფლიო
საბერძნეთმა თურქეთის საზღვართან 40 კილომენტრიანი კედელი ააშენა ,რათა შეაჩეროს ავღანელ მიგრანტთა შემოდინება

საბერძნეთმა დაასრულა 40 კილომეტრიანი კედლის მშენებლობა თურქეთის საზღვრის გასწვრივ, მათი აზრით ,ავღანეთში არსებულმა კრიზისმა შესაძლოა გამოიწვიოს თავშესაფრის მაძიებელი ადამიანების შემოდინება.- ინფრომაცის CNN-ი ავრცელებს

მათი ცნობით, საბერძნეთის მთავრობის მინისტრებმა  დაათვალიერეს საზღვარი და განაცხადეს, რომ ავღანეთის მთავრობის  „თალიბებთან“ მარცხმა გააძლიერა მიგრანტების ნაკადი ევროპაში.

ქვეყანა იყო მიგრანტების კრიზისის ცენტრში 2010-იანი წლების შუა პერიოდში, როდესაც მილიონობით ლტოლვილი სირიიდან, ავღანეთიდან და ერაყიდან ევროპისკენ დაიძრა. მას შემდეგ საბერძნეთმა მკაცრი პოზიცია დაიკავა, უარყო თურქეთისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თხოვნა, მიეღო მეტი მიგრანტი ქვეყანაში.

"ავღანეთის კრიზისი ქმნის ახალ ფაქტებს გეოპოლიტიკურ სფეროში და ამავდროულად აძლიერებს  მიგრანტთა ნაკადების შემოდინებას", - განაცხადა მინისტრმა მიხალის კრისოხოიდისმა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანი  ესაუბრა საბერძნეთის პრემიერ მინისტრს კირიაკოს მიცოტაკისს ავღანეთის კრიზისის შესახებ.

წინა დღეს ერდოღანმა  მოუწოდა „ევროკავშირს“ დაეხმაროს ლტოლვილებს. 

"თუ ავღანეთში გარდამავალი პერიოდი ვერ დამყარდება, მიგრაციაზე ზეწოლა, რომელმაც უკვე  საკმაოდ მაღალ ნიშნულს მიაღწია, კიდევ უფრო გაიზრდება და ეს სიტუაცია კი სერიოზულ გამოწვებს შეუქმნის ყველას", - განაცხადა ერდოღანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics