11:59 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-21 19:09:36, 744 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა ენმ-ს ფოთის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს

გიგი უგულავა "ნაციონალური მოძრაობის" და გაერთიანებული ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატად დღეს ოფიციალურად წარდგინეს.

მისი განცხადებით,  ახლა არ არის დრო კეკლუცობის და კომპლექსების ტირაჟირების სწორედ ამიტომ "ნაციონალური მოძრაობის" ნომრით არჩევნებში მონაწილეობას თავად დასთანხმდა.

"მინდა ავხსნა ჩემი მოტივაცია. ძალიან ბევრი მეკითხება, ჩემს პოლიტიკურ გეგმებზე. რას აპირებ, ან რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილება, რატომ 5 ნომერი. როდესაც ჩვენ ვისაუბრეთ ჩემთან დაკავშირებით, რომ ფოთში უნდა წამოვსულიყავი, ნიკამ შემომთავაზა იქნებ ნეიტრალური ნომერი აიღო, რაზეც უარი ვთქვი, არ არის დრო ყალბი კეკლუცობის, არ არის დრო კომპლექსების ტირაჟირების, არამედ არის ბრძოლის, ბრძოლის და მხოლოდ ბრძოლის დრო. არ არის დრო გავარჩიოთ ეს ნომერი მინდა, ის ნომერი მინდა. სულერთია, ის ნომერი უნდა იყოს, რომელიც გამარჯვებას მოიტანს, ის ნომერი უნდა იყოს, რომელიც განვითარებას მოიტანს და დაამარცხებს ოლიგარქიას. იქნება ეს 5 ნომერი? იყოს 5 ნომერი, იქნება ეს სხვა ნომერი? იყოს სხვა ნომერი. მთავარია ოლიგარქია დამარცხდეს, ფოთი გახდეს ავანგარდში“,-განაცხადა უგულავამ  უგულავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics