|
2021-08-19 20:02:09, 611 ნახვა
საზოგადოება
The Miami Ad School Tbilisi-ში 2021 წლის ოქტომბრის ნაკადის მიღება დაიწყო
Miami Ad School Tbilisi-ში, 2021 წლის ოქტომბრის ნაკადის მიღება დაიწყო. მსურველებს, რეგისტრაციის გავლა უკვე შეუძლიათ. აპლიკაციები 2021 წლის 10 სექტემბრამდე მიიღება. სასწავლო პროგრამაზე, განახლებული ინფორმაციის მიღებას მსურველები Miami Ad School Tbilisi-ს ვებგვერდზე შეძლებენ.-ინფორმაციას "თიბისი" ბანკის პრესს სამსახური ავრცელებს მათი ცნობით, უკვე მეორე წელია, რაც Miami Ad School-ის თბილისის სკოლა გაიხსნა, რომლის მეგობარი და მხარდამჭერია თიბისი. "Miami Ad School სარეკლამო ინდუსტრიისთვის მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი სკოლაა. 2020 წლიდან Miami Ad School Tbilisi საერთაშორისო ქსელის სრულფასოვანი წევრია და სტუდენტები ისარგებლებენ იმ გლობალური ეკო-სისტემით, რომელსაც ეს სკოლა სთავაზობს მომხმარებლებს. Miami Ad School Tbilisi და თავისუფალი უნივერსიტეტი, თიბისის მხარდაჭერით, სტუდენტებს ორწლიან საერთაშორისო სასერტიფიკატო პორტფოლიო-პროგრამას არტ-დაირექშენისა და ქოფირაითინგის მიმართულებით სთავაზობენ. ორწლიანი საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები 1 წელს გაატარებენ კახა ბენდუქიძის კამპუსში და მომდევნო 1 წელი კი პრაქტიკებზე გაემგზავრებიან Maiami Ad School-ის ქსელში გაწევრიანებულ მსოფლიოს წამყვან სარეკლამო სააგენტოებში, როგორებიცაა: 360I, GREY, JWT, OGILVY, PEOPLE IDEAS & CULTURE, R/GA, SAATCHI, TBWA, FACEBOOK და სხვა. ბოლო კვარტალი კი სტუდენტები ბერილინის სკოლის კამპუსში იმუშავებენ სადიპლომო ნამუშევარსა და პორთფოლიოს შეკვრაზე. Miami Ad School-ის პროგრამა შემუშავებულია Learning by Doing-ის პრინციპით. საგნები განსაზღვრულია იმ დისციპლინების მიხედვით, რასთანაც მომავალში არტ-დირექტორებსა და ქოფირაითერებს მოუწევთ შეხება. ესენია: კონცეფციის შემუშავება, დიზაინი, ფოტოგრაფია, ქოფი, ტიპოგრაფია და კომპიუტერული პროგრამები. ასევე, სტუდენტებს საშუალება ექნებათ ისეთი ვიწრო პროფილური საგნებიც გაიარონ, როგორიცაა: პრეზენტირების უნარები, ვიდეოგრაფია, Long copy და სხვა. დაინტერესებულ პირებს აპლიკაციის ფორმის შევსება 2021 წლის 10 სექტემბრამდე შეეძლებათ."-ნათქვამია ინფორმაციაში
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)