13:15 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-18 14:15:26, 431 ნახვა

პოლიტიკა
კახა კუჭავა - მთიანი აჭარა განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა, ეს ის სიმდიდრეა, რომელიც უნდა ნახოს ყველამ

მთიანი აჭარა განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა, ზღვით იწყება, მოსდევს სუბტროპიკული ჰავა და ტყეები, მას მოსდევს წიწვოვანი ტყე და ალპურ ზონაში ავდივართ ბოლოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ შუახევში განაცხადა.

როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, ორი საათის მანძილზე, ასეთი განსხვავებული სილამაზე და თანმიმდევრულად განვითარებული გარემოს თანწყობა იშვიათია არა მხოლოდ საქართველოსთვის, მთელი მსოფლიოსთვის

„მივესალმები სილამაზით გამორჩეულ შუახევს. მთიანი აჭარა განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა. ზღვით იწყება, მოსდევს სუბტროპიკული ჰავა და ტყეები, მას მოსდევს წიწვოვანი ტყე და ალპურ ზონაში ავდივართ ბოლოს. ორი საათის მანძილზე, ასეთი განსხვავებული სილამაზე და თანმიმდევრულად განვითარებული გარემოს თანწყობა იშვიათია არა მხოლოდ საქართველოსთვის, მთელი მსოფლიოსთვის. სად ვნახავთ ასეთ განსხვავებულ კლიმატებს და ტყეებს ორი საათის მანძილზე?! ეს ის სიმდიდრეა, რომელიც უნდა ნახოს ყველამ, სრულიად საქართველომ და იგი გარე ტურიზმისთვის მომზადებული უნდა იყოს. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ის პროექტები, რომელიც ახლა დავათვალიერეთ და კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს, როდესაც დასრულდება. არ ვსაუბარობ მხოლოდ ინვესტიციებზე, თუ რა რაოდენობის ინვესტიცია ხორციელდება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის მხრიდან. საუბარია იმაზე, რომ თავისი მნიშვნელობით მაქსიმალურად განსხვავებული უნდა იყოს ეს რეგიონი და მიმზიდველი აბსოლუტურად ყველასთვის, იქნება ეს საქართველოს თუ უცხოეთის მოქალაქე.

ტურიზმის დეპარტამენტის პრიორიტეტია ამ რეგიონის განვითარება იმ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს და ეს აუცილებლად მოიტანს შედეგს. ამიტომ მნიშვნელოვანია ძლიერი თვითმმართველობა – მერი, რომელსაც აქვს ხედვა, რომელიც ხელს შეუწყობს ბოლომდე იქნას ათვისებული პოტენციალი, ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით. დარწმუნებული ვარ, ის პროგრამები, რომელზეც დღეს, ხელი მიუწვდება საქართველოს ყველა მოქალაქეს, კიდევ მეტად იქნება გამოყენებული იქნება ეს სოფლის მეურნეობა, აგროტურიზმი თუ ეკოტურიზმი. ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც მიმდინარეობს – თუ არ ვცდები, 17 მარტო სპორტული მოედანი აშენდა ამ ბოლო პერიოდში. ეს მხოლოდ დასაწყისია. აუცილებელია უფრო მეტი ტემპი, აქტიურობა, მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია, მათი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობა, რომ ისინი ბოლომდე შევინარჩუნოთ რეგიონებში და მათ თავიანთი პოტენციალი მოახმარონ ამ კუთხეს – ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამისთვის უნდა შევქმნათ მეტი შესაძლებლობა. წარმატებას ვუსურვებ მერობის კანდიდატს, ჩვენს ძლიერ გუნდს და დარწმუნებული ვარ, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა კუჭავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics