06:30 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-18 11:26:25, 627 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე - საველე ჰოსპიტალი პაციენტების მისაღებად მზად არის

დღეიდან დიღმის ოლიმპიურ სოფელში საველე ჰოსპიტალი პაციენტების მისაღებად მზად არის. -  ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, საველე ჰოსპიტალში ექიმებს საშუალება ექნებათ მომსახურება გაუწიონ, როგორც მძიმე, ასევე საშუალო სიმძიმის პაციენტებს. 

როგორც ეკატერიე ტიკარაძემ აღნიშნა, საველე ჰოსპიტალში პაციენტებს მას შემდეგ მიიღებენ, როცა ჰოსპიტალური რესურსი საკმარისი აღარ იქნება.
"საველე ჰოსპიტალი მოწყობილია სრული საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, რაც გულისხმობს იმას, რომ კოვიდპანდემიის მართვის პირობებში განსაკუთრებით საჭიროა მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს ყველა საწოლი ჟანგბადის მიწოდებით. აქ ექიმებს საშუალება ექნებათ მომსახურება გაუწიონ, როგორც საშუალო სიმძიმის, ასევე მძიმე პაციენტებს, ვინაიდან მოწყობილია ინტენსიურის და რეანიმაციის ტიპის საწოლები. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ის ექიმები, რომლებიც აქ პაციენტებს მომსახურებას გაუწევენ, არიან სრულად გადამზადებული და გააჩნიათ ყველა საჭირო უნარი იმისთვის, რომ გაუწიონ პაციენტებს უსაფრთხო მომსახურება, მათი ჯანმრთელობის რისკების ყველა გადაზღვევით. საველე ჰოსპოტალი დღეიდან მზად არის პაციენტების მისაღებად, თუმცა მაქსიმალურად ვეცდებით, დავრჩეთ ჰოსპიტალიურ სექტორში",- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics