|
2021-08-17 18:28:29, 450 ნახვა
საზოგადოება
კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო
დღეს სოფელ ქვემო გომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მედიკოსების მობილური ბრიგადა ჩავიდა.-ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს მათი ცნობით, 40 ადგილობრივი მაცხოვრებლების იმუნიზაციის პროცესი ექიმებმა ნინო გრილავამ, სერგო ოჩიგავამ და გია ფანჩულიძემ განახორციელეს. მოსახლეობის ვაქცინაცია სოფელ ლამისყანასა და ქვემო ჭალაში, სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის (გორი) ექიმმა ალექსანდრე მეგრელიშვილმა ჩაატარა. „ალექსანდრე ექიმი, რომელსაც მეორე აცრის დღე 17 აგვისტოს ქონდა დაჯავშნული, ლამისყანელებთან ერთად საჯაროდ აიცრა.ექიმთა ბრიგადას ვაქცინაციამდე მერიაში შეხვდნენ და ვაქცინაციის პროცესს დაესწრნენ კასპის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე თამაზ ტატანაშვილი და მერიის ა(ა)იპ ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ნანა ნონიაშვილი.დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტში სულ 107 მოქალაქე აიცრა.იმუნიზაციის პროცესი გრძელდება იმ სოფლებში, რომლის მოსახლეობამაც თავად გამოთქვა სურვილი.აცრა ნებაყოფლობითია, დაიცავი საკუთარი თავი და გარშემომყოფი ადამიანების ჯანმრთელობა.“-ნათქვამია განცხადებაში
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)