07:54 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-16 16:59:41, 488 ნახვა

საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე - გავაგრძელებთ ბათუმის წარმატების ისტორიას და გენერალური გეგმით კიდევ უფრო მეტ დინამიკას შევძენთ მის განვითარება

დღეს ბათუმის გენერალური გეგმის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა. -ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს მათი ცნობით, ბათუმის განვითარებისა და ურბანული პოლიტიკის შესახებ გამართულ პრეზენტაციას და გენგეგმის ხელშეკრულების გაფორმებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრო. თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა ქალაქის სწორი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის არსებობის მნიშვნელობას.
,,დღეს ისტორიული და საეტაპო დღეა ბათუმის განვითარებისთვის.  მისასალმებელია, რომ იწყება ბათუმის გენგეგმაზე მუშაობა. ეს იყო ჩვენი დაპირება ბათუმელებისა და ბათუმის გულშემატკივების მიმართ. ბათუმი აუცილებლად იქნება თანამედროვე, ევროპული ქალაქი, ჩვენს ტრადიციებსა და კულტურულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული.
ასევე, უკვე დასრულებულია ბულვარის განაშენიანების გეგმა. ჯამში, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენი ქალაქი, ყველა არსებული სარეკრეაციო სივრცე, ყველა ახალი ტურისტული მიმართულება განვითარდეს პირველ რიგში ბათუმელების მოლოდინების  შესაბამისად და ისე, რომ დაცული იყოს თითოეული ბათუმელის, თითოეული სტუმრის ინტერესი.
ჩვენ ამ დოკუმენტით გავაგრძელებთ ბათუმის წარმატების ისტორიას და კიდევ უფრო მეტ დინამიკას შევძენთ მის განვითარებას '' - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
„ბათუმის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში კომპანია ,,სითი ინსტიტუტი საქართველო"-მ გაიმარჯვა. ბათუმის მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება დღეს გააფორმა.  გენერალურ გეგმაზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
ხელშეკრულების შესაბამისად, კონკურში გამარჯვებული კომპანია უზრუნველყოფს საპროექტო მომსახურებას, რომელიც გულისხმობს ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარების და  განაშენიანების მართვის დაგეგმვასა და სათანადო შედეგების მიღწევას, შუალედური და საბოლოო დოკუმენტების სახით.“- ნათქვამი განცხადებაში





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics