14:24 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-16 01:56:32, 877 ნახვა

პოლიტიკა
ავღანეთში ჩარჩენილი საქართველოს 22 მოქალაქის გამოსაყვანად, ქართულ მხარეს დახმარებას უკრაინა გაუწევს

ავღანეთში ჩარჩენილი საქართველოს 22 მოქალაქის გამოსაყვანად, რომლებიც კერძო სამოქალაქო კონტრაქტორები არიან, ქართულ მხარეს დახმარებას უკრაინა გაუწევს, კერძოდ უკრაინული ბორტით მოხდება ქაბულის აეროპორტიდან ქართველების გამოყვანა.

აღნიშნული ინფორმაციაა ადასტურებს საქართველოს საგარეო უწყება და უკრაინულ მხარეს მადლობას უხდის დახმარებისთვის.

"ავღანეთში კერძო კონტრაქტორებად მყოფი ჩვენი მოქალაქეები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარების თხოვნით დღეს დაუკავშირდნენ. სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მყისიერად ჩაერთო საქართველოს მოქალაქეების ავღანეთიდან გამოყვანის სამუშაო პროცესში.

კომუნიკაცია დამყარდა როგორც პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე დამსაქმებელ კომპანიასთან. მათ შორის, ამჟამადაც ვიმყოფებით აქტიურ კომუნიკაციაში უკრაინულ მხარესთან, რათა მოხდეს მათი საჰაერო ბორტით ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია ავღანეთიდან, რისთვისაც ქართული მხარე დიდ მადლობას უხდის უკრაინის საგარეო უწყებას." - წერია საგარეო უწყების განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics