|
2021-08-15 14:48:30, 588 ნახვა
პოლიტიკა
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე დაპირისპირება იყო
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე დაპირისპირება იყო. სხდომა სადაც საოლქო კომისიის წევრებს ირჩევენ, კომისიის წევრების ნაწილმა "ნაციონალური მოძრაობიდან", სხდომა დატოვეს და განაცხადეს, რომ კონკურსანტების უმეტესობა არის "ქართულ ოცნებასთან" აფილირებული, რის გამოც უარს აცხადებენ ხმის მიცემაზე. მათივე განმარტებით, აღნიშნული კონკურსანტები არ აკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს, რაც საჭიროა დამოუკიდებლობისა და ნეიტრალურობისთვის. თავის მხრივ, ბრალდებას უპასუხეს ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში. როგორც საოლქოს წარმომადგენელი აცხადებს, საოლქო კომისიაში კომისიის წევრების არჩევა არის გამჭვირვალე და წესების სრული დაცვით მიმდინარეობს. მათივე განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრების არჩევის პროცედურა საარჩევნო კოდექსის შესაბამისად ჩატარდა და აღნიშნული კომისია, რომელიც 8 პირისგან უკვე დაკომპლექტდა, საარჩევნო საქმიანობის განხორციელებას უახლოეს პერიოდში შეუდგება
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)