07:54 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-14 18:56:26, 613 ნახვა

საზოგადოება
წყალტუბოს სანატორიუმებში მცხოვრებ 420 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემა

წყალტუბოში, ყველა სანატორიუმი, სადაც დევნილები წლების განმავლობაში მძიმე პირობებში, ნგრევად შენობებში ცხოვრობენ დაიხურება და 420 ოჯახს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში, უახლოეს მომავალში გადაეცემა. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინსტრო ავრცელებს.

უწყბის ცნობით, დევნილების განსახლების მიზნით, 560 ოჯახზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საცხოვრებელ კომპლექსი აშენდა. 140 ბინა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს უკვე გადაეცათ.  420 დევნილი ოჯახი კი ახალ საცხოვრებელს უახლოეს მომავალში მიიღებს.

მათივე ინფორმაციით, წლის ბოლომდე, ახალ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი ჯამში,  3000-მდე დევნილი ოჯახი იქნება. მიმდინარე წლის ბოლომდე, 20 ნგრევადი ობიექტი დაიხურება, მათ შორის 15 წყალტუბოში." - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. 

"წყალტუბოში, დევნილების განსახლების მიზნით, 560 ოჯახზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საცხოვრებელ კომპლექსი აშენდა. 140 ბინა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს უკვე გადაეცათ.  420 დევნილი ოჯახი კი ახალ საცხოვრებელს უახლოეს მომავალში მიიღებს.

შესრულებული სამუშაოები  მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, კობა გაბუნიამ და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ დაათვალიერეს.

წყალტუბოში,  დევნილთა საცხოვრებელი ყოფილი სანატორიუმების ყველა შენობა დაიხურება და წლების განმავლობაში, იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა განსახლების მწვავე პრობლემა სრულად გადაიჭრება. 8 კორპუსი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ააშენა.

2021 წელი, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია დევნილთა განსახლების მიმართულებით.  წლის ბოლომდე, ახალ საცხოვრებელს, ჯამში,   3000-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს. მიმდინარე წლის ბოლომდე, 20 ნგრევადი ობიექტი დაიხურება, მათ შორის 15 წყალტუბოში." -  ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics