|
2021-08-14 10:46:15, 556 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი კონცეპტის“ მომხმარებლებისათვის - “სილქ როუდ ჯგუფისა“ და „ანაგის“ საცხოვრებელ კომპლექსში სპეციალური შეთავაზებაა
„თიბისი კონცეპტის“, „სილქ როუდ ჯგუფის“ და „ანაგი დეველოპმენტის“ ერთობლივი შეთავაზების ფარგლებში, „თიბისი კონცეპტის“ მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ საცხოვრებელ კომპლექსში - „მწვანე კონცხი ბოტანიკო“ 7%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს, „მწვანე კონცხი ბოტანიკო“ „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „ანაგი დეველოპმენტის“ ერთობლივი პროექტია. საცხოვრებელი კომპლექსი უნიკალურ სუბტროპიკულ ზონაში, ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ შენდება. „საცხოვრელი კომპლექსი ბათუმიდან 9კმ.-ში, მწვანე კონცხზე მდებარე 2 დამოუკიდებელი ბლოკისგან შედგება და სულ 80 ბინას მოიცავს. სმარტ სისტემებით აღჭურვილი ბინებიდან კი, პანორამული ხედი შავ ზღვაზე იშლება. პროექტი 1.5 ჰექტარზეა გადანაწილებული, ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან და კენჭებიანი სანაპიროდან 2 წუთის სავალზე აერთიანებს: სარელაქსაციო და სავარჯიშო სივრცეებს, საცურაო აუზს, ბარ-რესტორანს, საფეხმავლო ბილიკებს, ავტოსადგომს, 24 საათიან დაცვას, დასუფთავების სერვისს, ჭკვიანი სახლის სისტემას. ბინები სრული რემონტით, გათბობისა და კონდიცირების სისტემით, ტექნიკით, სამზარეულოს ავეჯითა და სრულად მოწყობილი სველი წერტილებით ბარდება. კომპლექსის მშენებლობა დაწყებულია და 2022 წლის დეკემბერში მობინადრეებს სრულად გარემონტებული ბინები ჩაბარდება. „თიბისი კონცეპტის“ მომხმარებლებისათვის შეთავაზება ძალაშია 2021 წლის 31 აგვისტომდე. დამატებითი ინფორმაციისთვის, „თიბისი კონცეპტის“ მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ პირად ბანკირს ან კონცეპტ ცენტრს. თიბისი კონცეპტის ყველა დეველოპერული შეთავაზების ნახვა შესაძლებელია: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/tbc-concept-mortgage“, - აღნიშნულია „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადს არ დააწესებენ
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)