09:18 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-13 10:27:22, 390 ნახვა

საზოგადოება
ეკტერინე ტიკარაძემ აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრთან ერთად კლინიკური ჯგუფის წევრებთან შეხვედრა გამართა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ნინო ნიჟარაძესთან ერთად, კლინიკური ჯგუფის წევრებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განხილვის საგანი იყო ინფიცირების სტატისტიკური მონაცემების ფონზე საწოლფონდისა და საჭირო სამედიცინო რესურსების მობილიზება,  პაციენტების კლინიკური მართვის საკითხზე პასუხისმგებელ პირებთან მოქმედი პროტოკოლი განიხილა.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვიზიტისას, მინისტრი იმუნიზაციის პროცესსაც გაეცნო.  აღინიშნა რომ ადგილზე, დღიურად საშუალოდ 700 ადამიანის ვაქცინაცია ხდება. ვაქცინაციის არეალი ფართოვდება და პროცესში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთვება. უახლოეს მომავალში, იქ მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ამოქმედდება. 
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აჭარის რეგიონს არსებული ვითარების გათვალისწინებით, ეპიდემიოლოგიურ გამოწვევებზე რეაგირების მზადყოფნის შესაფასებლად სტუმრობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადს არ დააწესებენ
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics