|
2021-08-11 15:07:30, 556 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი- არც რევოლუცია და არც ომი არ იქნება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება - ამის გარანტი არის „ქართული ოცნება"
ქვეყანაში დასრულდა რევოლუციების და ომების დრო, არც რევოლუცია და არც ომი არ იქნება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება და ამის გარანტი არის „ქართული ოცნება"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თეთრიწყაროში, „ქართული ოცნების" თეთრიწყაროს მერობის კანდიდატის, გიორგი წიკლაურის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა. „წინა გამოსვლაზე ვთქვი და მინდა გავიმეორო. პროგნოზირებადობა, ანუ განჭვრეტადობა ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის. ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს რომ ვკითხოთ, ჩვენს ძმებს, დებს. ადამიანი ვერ დაგეგმავს ხვალინდელ დღეს კი არა, დღევანდელ დღესაც, თუ არ იცის რა მოხდება უახლოეს საათებში, დღეებში. როცა ადამიანს მუდმივად ამყოფებ ქაოსში, აგრესიის ფონზე და მიმდინარეობს ამის პროპაგანდა, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი შემაფერხებელი ფაქტორი. როცა მე დავინიშნე პრემიერ-მინისტრად, მახსოვს მაშინ, ერთ- ერთი მთავარი გამოწვევა იყო კანონის აღსრულება. ადამიანები ბჭობდნენ, აღარ მინდა ვილაპარაკო გვარებით და სახელებით, აღვასრულოთ კანონი თუ არ აღვასრულოთო. მე ვეკითხები, რა აზრი აქვს ან სახელმწიფოს, ან სამართლებრივ სახელმწიფოს, ან კანონს, ან კონსტიტუციას, ამიხსნას მაშინ ვინმემ. ამ ვითარებაში, ასეთ მოცემულობაში როცა ადამიანი, მოქალაქე უყურებს, რომ ვიღაც არის პრივილეგირებული, მასზე არ სრულდება კანონი და სხვა ყველაზე უნდა აღსრულდეს კანონი, იქ დაინგრა, აღარ არსებობს სახელმწიფო. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ ყველა ემორჩილებოდეს კანონს და იყოს სტაბილურობა. ჩვენ მაშინ ძალიან მყისიერად აღვადგინეთ ის წონასწორობა, რომელიც დარღვეული იყო და ყველას მივუჩინეთ სათანადო ადგილიც და სიტყვაც და პასუხიც გავეცით. ასე იქნება ყოველთვის. ქვეყანაში დასრულდა რევოლუციების და ომების დრო, მეგობრებო. არც რევოლუცია და არც ომი იქნება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება და ამის გარანტი არის „ქართული ოცნება",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)