2021-08-10 20:17:05, 955 ნახვა
მსოფლიო
CNN - სრულად ვაქცინირებული ადამიანების 99.99%-ზე მეტმა დაავადების გართულების გარეშე გადაიტანა
კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად ორი დოზით ვაქცინირებული ადამიანების 99.99%-ზე მეტში დაავადების გართულების, ჰოსპიტალიზების ან გარდაცვალების შემთხვევები არ ყოფილა - ამის შესახებ CNN აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
მათი ცნობით, აშშ-ში კორონავირუსის წინააღმდეგ 164 მილიონზე მეტი ადამიანი იყო სრულად ორივე დოზით აცრილი. მათგან, 0.001%-ზე ნაკლები ანუ 1 507 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, ხოლო 0.005%-ზე ნაკლების ანუ 7 101 ადამიანის ჰოსპიტალიზება მოხდა.
გართულებული შემთხვევების 74%-ში პაციენტთა ასაკი 65 წელს აღემატებოდა. 1 500 დაღუპულიდან კი ყოველი მეხუთეს გარდაცვალების მიზეზი სხვა დაავადება იყო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,