|
2021-08-10 16:59:49, 613 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - დმანისში ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ ახლა უნდა გადავიდეთ მასშტაბური პროექტების განხორციელებაზე
ბოლო წლების განმავლობაში დმანისში ძალიან ბევრი სკოლის, ბაღის გზის, ხიდის მშენებლობა დასრულდა, მიმდინარეობს გაზიფიცირების პროცესი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ ახლა უნდა გადავიდეთ მასშტაბური პროექტების განხორციელებაზე- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დმანისში „ქართული ოცნების" დმანისის მერობის კანდიდატის კობა მურადაშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის, მადლობა მინდა გითხრათ თქვენი ერთგულებისთვის. რომ არა თქვენი ერთგული მხარდაჭერა ჩვენი პარტიისადმი, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნებოდა 7 არჩევნებში ჩვენი გუნდის ძლიერი, დამაჯერებელი და ღირსეული გამარჯვება. დმანისში ამ ულამაზესი რეგიონის, ულამაზესი ადგილის მოსახლეობას სჭირდება მერი. მერი, რომელიც 24 საათის განმავლობაში იზრუნებს ჩვენი მოსახლეობის ყოველდღიური პრობლემის მოგვარებაზე. დმანისს და დმანისის მოსახლეობას ჯერ კიდევ უამრავი პრობლემა აქვს გადასაწყვეტი. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონების მასშტაბით. ამ რეგიონში მაგალითად ძალიან ბევრი სკოლის, ბაღის მშენებლობა დასრულდა, ბევრი გზის, ხიდის მშენებლობა დასრულდა, მიმდინარეობს გაზიფიცირების პროცესი, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ არის საკმარისი. ჩვენ ახლა უნდა გადავიდეთ მასშტაბური პროექტების განხორციელებაზე. ჩემს წინა გამოსვლაში ვთქვი და მინდა კიდევ გავიმეორო, რომ ცალკეული ფრაგმენტული განვითარება არ არის საკმარისი. სწორედ ამ მიზნით, ახლახანს დავასრულეთ ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი, მასშტაბური განვითარების გეგმაზე მუშაობა. ყველა მიმართულებით ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ინფრასტრუქტურა, გზები, განათლება, კულტურა, სპორტი, ჯანდაცვა- ყველა ამ მიმართულებით ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. დროში გაწერილი კონკრეტული გეგმები გვაქვს დამუშავებული",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)