|
2021-08-10 12:28:19, 389 ნახვა
პოლიტიკა
კახა კუჭავა - მჯერა, პირველი ტურში შევძლებთ დამაჯერებელ გამარჯვებას და გავაგრძელებს იმ განვითარებას, რომელიც წლების წინ დავიწყეთ
ხშირად ვსტუმრობდი მარნეულს და მინახავს მთელი ოჯახი, დიდი და პატარა როგორ შრომობენ, საამაყოა, ისინი ქმნიან დოვლათს არა მხოლოდ საკუთარი ოჯახისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ მარნეულში, „ქართული ოცნების“ მარნეულის მერობის კანდიდატის ქენან ომაროვის წარდგენაზე განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოება მალე იხილავს იმ წარმატებას, რომელიც „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს პირველივე ტურში ექნება. "მოგესალმებით ამ ნამდვილად მრავალფეროვან და შრომისმოყვარე ქალაქში და მუნიციპალიტეტში. ტყუილად არ მითქვამს სიტყვა „შრომისმოყვარე". მე ხშირად ვსტუმრობდი მარნეულს, ხშირად გამოვსულვარ დილის 6 - 7 საათზე და სიამაყით ვყოფილვარ აღვსილი და გაკვირვებული, როდესაც მინახავს მთელი ოჯახი - დიდი და პატარა როგორ შრომობენ. საამაყოა - ისინი ქმნიან დოვლათს არა მხოლოდ საკუთარი ოჯახისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის. ყველამ ვიცით, თუ რამდენი პროექტი განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ეს ნამდვილად ერთ-ერთი ის რეგიონია, რომელსაც შედეგები ეტყობა, რაც მეტ შემოსავალსა და განვითარებაში აისახება. თუმცა, დავამატებ, რომ პოტენციალი გაცილებით დიდია. ის ბიოლოგიურად სუფთა პროდუქცია, რომელიც აქ იქმნება, რომელსაც ჩვენ ყველანი ვყიდულობთ, აუცილებელია, ეს პროდუქცია გავიდეს ევროპაშიც, ამის ყველანაირი ბერკეტი არსებობს: ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, რომელიც ნახევარ მილიარდიან ბაზარზე გვიხსნის გზას. აუცილებელია, ეს პოტენციალი ბოლომდე გამოვიყენოთ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ძლიერი მერი, ძლიერი მუნიციპალიტეტი და ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც ხელს შეუწყობს თითოეულ მოქალაქეს, თავისი შრომა უფრო მეტად დაუფასდეს. მერობის კანდიდატი, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა, რომ ახალგაზრდობის ჩართულობით უფრო მეტი შედეგი შეიძლება დაიდოს, ის ამ მიმართულებით გაცილებით მეტს იმუშავებს და მეტ შესაძლებლობებს შეუქმნის ჩვენს ახალგაზრდა თაობას ამ ქალაქში. დარწმუნებული ვარ, შედეგები თავისას იტყვის - მალე ვნახავთ იმ წარმატებას, რომელიც ექნება ჩვენს კანდიდატს და მჯერა, პირველივე ტურში შევძლებთ დამაჯერებელ გამარჯვებას, გავაგრძელებთ იმ განვითარებას, რომელიც წლების წინ დავიწყეთ და დავდებთ იმაზე დიდ შედეგებს, რომლითაც ჩვენი შვილები იამაყებენ. კიდევ ერთხელ, მინდა, წარმატება ვუსურვო ჩვენს კანდიდატს, მინდა წარმატება ვუსურვო „ქართული ოცნების" გუნდს''. - განაცხადა კუჭავამ.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)