12:10 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-09 21:14:47, 418 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი- 2012 წლიდან დღემდე, ჩვენმა ძლიერმა გუნდმა 7 არჩევნებში გაიმარჯვა, რისთვისაც მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩვენს ერთგულ ამომრჩეველს, ჩვენი პარტიის თითოეულ წევრს და ჩვენი პარტიის მხარდამჭერებს

2012 წლიდან დღემდე, ჩვენმა ძლიერმა გუნდმა 7 არჩევნებში გაიმარჯვა, რისთვისაც მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩვენს ერთგულ ამომრჩეველს, ჩვენი პარტიის თითოეულ წევრს და ჩვენი პარტიის მხარდამჭერებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავში, მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

"დღეს ჩვენ აქ, რუსთავში ვიწყებთ ოფიციალურად თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას. მოგეხსენებათ, რომ 2012 წლიდან დღემდე, ჩვენმა ძლიერმა გუნდმა, ჩვენმა პარტიამ 7 არჩევნებში გაიმარჯვა. ამისთვის მე მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩვენს ერთგულ ამომრჩეველს, ჩვენი პარტიის თითოეულ წევრს და ჩვენი პარტიის მხარდამჭერებს. რა თქმა უნდა, რომ არა თქვენი მხარდაჭერა, ეს შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენ, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელეთ. ყველა რეგიონში, ყველა სფეროს მიმართულებით, ჩვენ გვქონდა არნახული პროგრესი, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ახლა ვემზადებით ახალი არჩევნებისთვის. თვითმმართველობის არჩევნები არის ძალიან სერიოზული, ვინაიდან სწორედ თვითმმართველობის არჩევნები არის უმოკლესი გზა ჩვენს მოსახლეობასთან. ბოლო წლების განმავლობაში ქალაქ რუსთავში ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ გამოწვევები კიდევ ბევრია",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Procter & Gamble-მა სანქცირებულ TV იმედთან თანამშრომლობა შეწყვიტა
საფრანგეთში პოლიციის ჩხრეკის დროს პიკასოს მოპარული ნახატი აღმოაჩინეს
ანკარამ ნატოს სამიტის გამო საპროტესტო აქციებსა და დრონების ფრენებზე 13-დღიანი აკრძალვა დააწესა
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა სრულად განახლდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics