17:32 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-07 12:39:27, 715 ნახვა

პოლიტიკა
ლატვიის საგარეო უწყება - მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიიდან 13 წელი გავიდა, რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევას ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციით, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიიდან 13 წელი გავიდა. რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევას მისი ტერიტორიის 20% -ის ოკუპაციით. ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“, - ნათქვამია ლატვიის საგარეო უწყების განცხადებაში.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics