17:36 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-07 12:28:17, 874 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - ოქტომბერში მოქალაქეებმა უნდა დაიცვან დამოუკიდებლობა და უარი უთხრან ხელისუფლებას

ოქტომბერში საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა დაიცვას ქვეყნის დამოუკიდებლობა და რეფერენდუმზე უარი უნდა უთხრას ხელისუფლებას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ახლა რაც ხდება დღეს, ეს არის ის, ჩვენი ჯარი ოქტომბერში არის დასაცავი ჩვენგან, თუ მათ დაგვიცვეს ჩვენ 2008 წელს, დაიცვეს სამშობლო, დაეცნენ სამშობლოს გულისთვის, ახლა ოქტომბერში საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა დაიცვას საქართველოს დამოუკიდებლობა და რეფერენდუმზე უარი უნდა უთხრას ხელისუფლებას, რომელსაც მაგალითად კრემლი, როგორც უწყება განიხილავს მთავარ მოკავშირედ. 8 აგვისტოსა და 7 აგვისტოს შორის განსხვავება არის ძალიან დიდი, როდესაც ეს არის რუსული გზავნილი და ძალიან სამწუხაროა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობდა ზუსტად ამ გზავნილის გაღრმავებას, რომ საქართველომ დაიწყო სამხედრო აგრესია. ეს არის უპატიებელი განზრახვა საქართველოს ხელისუფლებისა, ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, მათ შორის ივანიშვილის, კალაძის და „ქართული ოცნების“ ყველა წარმომადგენლის განცხადება, ამიტომ ყველამ ერთად ოქტომბერში უნდა დავიცვათ საქართველოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება და სუვერენიტეტი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics