15:11 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-05 12:03:50, 346 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების კოვიდსაწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს

შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების კოვიდსაწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების „COVID-19“-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი თბილისის პარალელურად რეგიონებშიც აქტიურად მიმდინარეობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, დაცვის პოლიციის და ობიექტების დაცვის დეპარტამენტის აჭარის რეგიონის თანამშრომლები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აიცრნენ. ვაქცინაციის პროცესი საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შეუძლიათ, კვირის ნებისმიერ დღეს, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აიცრან, როგორც „სინოვაკის“ , „სინოფარმის“ ვაქცინით, ასევე "ფაიზერის" ვაქცინით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების „COVID-19“-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, სამინისტროს 19 ათასამდე თანამშრომელი უკვე ვაქცინირებულია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმეგებლობა დააკისრა საქმეზე, რომელიც გიორგი ანწუხელიძესა და სხვა მეომრებს ეხება
"ქართულმა ოცნებამ" ევროსასამართლოში გამოხატვის თავისუფლების საქმეზე დავა წააგო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics