|
2021-08-04 12:42:52, 324 ნახვა
საზოგადოება
რატი ბრეგაძე - 2700 სოფელი სრულად დამისამართდება
10 წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე იუსტიციის მინისტრმა ქვეყანაში არსებული სამისამართო სისტემის ეფექტიანად განვითარების გზებზე ისაუბრა. რატი ბრეგაძის თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს ყველა დასახლებული პუნქტის მისამართების სრულყოფილი ბაზა. "ადამიანის იდენტობას, სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად მისი საცხოვრებელი სახლის მისამართიც განსაზღვრავს. სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან აქტიური თანამშრომლობით სრულად დამისამართდება 2700 -მდე სოფელი, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ ადამიანს, ექნება ზუსტი მისამართი." - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. სრულყოფილი დამისამართების ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განახორციელებს სოფლების დამისამართებას; მოქმედი მისამართების ხარისხის მართვასა და კორექტირებას; ერთიან სამისამართო მონაცემებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)