16:48 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-04 10:24:43, 423 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში სამი ამორტიზებული ლიფტის რეაბილიტაცია დასრულდა

გლდანის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ამხანაგობების მოთხოვნის საფუძველზე მუხიანის მე-4 ა მიკრორაიონის N3 კორპუსის I სადარბაზოში და მუხიანის პირველი მიკრორაიონის N13 კორპუსის V და X სადარბაზოებში  ლიფტების სრული რეაბილიტაცია დასრულდა.

სამუშაოების შედეგად, სრულად რეაბილიტირდა ლიფტი, შეიცვალა როგორც ლიფტის კაბინა, ასევე, მართვის კოლოფი. პროექტისთვის ჯამში 108 675 ლარი დაიხარჯა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, თავის მხრივ, ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.

დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი გაეცნო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics