|
2021-08-03 17:17:43, 410 ნახვა
საზოგადოება
თევდორე მღვდლის ქუჩის 13 ნომერში ავარიული სახლის გამაგრება მიმდინარეობს
დიდუბის რაიონის გამგეობა თევდორე მღვდლის ქუჩის N13-ში ავარიულ საცხოვრებელ სახლს ამაგრებს, რომელშიც 56 სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს.- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს მათივე ცნობით, პროექტით გათვალისწინებულია შენობის საძირკველის გამაგრება, ფანჯრებისა და კარის ღიობების ლითონის ელემენტებით მოჩარჩოება, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ნაწილების აღდგენა, ბზარების დამუშავდება და სპეციალური მასალით შევსება. "ავარიული საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვეკუა ადგილზე გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა. მამუკა ვეკუას განცხადებით, შენობა დიდი ხნის განმავლობაში ავარიულად ითვლებოდა, პროექტის დასრულების შემდეგ კი მის მობინადრეებს უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი გარემო ექნებათ. პროექტს დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით შპს „ბილდინგი“ ახორციელებს. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 331 345 ლარია გამოყოფილი."-ნათქვამია მერიის განცხადებაში
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)