|
2021-08-03 10:08:54, 383 ნახვა
საზოგადოება
აღმაშენებლის ხეივანში გზის მოხაზვის სამუშაოები დასრულდა
„თბილსერვის ჯგუფის“ საგზაო მონიშვნების სამსახურმა აღმაშენებლის ხეივანში, 14-კილომეტრიან მონაკვეთზე გზის დახაზვის სამუშაოები დაასრულა. – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, სამუშაოების შედეგს ადგილზე გაეცნენ დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და შპს ,,თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი რომეო მიქაუტაძე. „დედაქალაქში ინტენსიურად გრძელდება გზის დახაზვის სამუშაოები. ამჟამად მთავრდება აღმაშენებლის ხეივნის პროექტი, რომლის ფარგლებში ჯამში, 6500 კვ. მ-ზე დაიხაზა გზა და დატანილია საგზაო მონიშვნები. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 320 000 ლარია. შემდგომში ვგეგმავთ ვაჟა-ფშაველას გამზირის დახაზვას. წლის ბოლომდე, ათივე რაიონში დაახლოებით 100 000 კვ. მ ფართობის დახაზვის სამუშაოები შესრულდება“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. გზის დახაზვა და ასფალტზე საგზაო მონიშვნების დატანა მაღალი ხარისხის თერმო და ცივი პლასტის საღებავებით განხორციელდა, რომელიც მდგრადობას მინიმუმ სამი წლის განმავლობაში ინარჩუნებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)