|
2021-07-31 16:45:29, 1867 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯანდაცვის მინისტრმა სამედიცინო უნივერსიტეტში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი დაათვალიერა
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ვაქცინაციის პროცესს გაეცნენ. სამედიცინო უნივერსიტეტში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი დღეს გაიხსნა. უნივერსიტეტში, ამ ეტაპზე, დღეში 1000 ადამიანის ვაქცინაცია იქნება შესაძლებელი, თუმცა მალევე, ამავე ტერიტორიაზე ვაქცინაციის სივრცეები და ამცრელი ბრიგადები დაემატება, რის შემდეგაც, საერთო ჯამში, დღიურად 4000 ადამიანის აცრა იქნება შესაძლებელი. ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში ფაიზერის 162 630 დოზა შემოვიდა, რომელიც სამინისტრომ კომპანიისგან პირდაპირი მოლაპარაკების წესით შეიძინა. საქართველოში ამ გზით, საერთო ჯამში, ფაიზერის წარმოების მილიონი დოზა ვაქცინა შემოვა. ამ ეტაპისთვის უკვე შემოსულია 218 790 დოზა. ეკატერინე ტიკარაძემ ასევე განმარტა, რომ იმუნიზაციის პროცესი ქვეყანაში კიდევ უფრო გაფართოვდება და მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ პედაგოგების ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის ეზოში მათთვის სპეციალური სივრცე მოეწყობა, სადაც ისინი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ ვაქცინაციას. „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, შევხვდეთ ახალ სასწავლო წელს უსაფრთხო სასკოლო გარემოში. ამდენად, სკოლის პერსონალის ვაქცინაციის ხელშეწყობა იქნება მნიშვნელოვანი. ამ სივრცეში მოეწყობა ერთი ცალკე სივრცე პედაგოგიური პერსონალისთვის, რომელთაც შეუძლიათ, რეგისტრაციის გარეშე მობრძანდნენ და ჩაიტარონ ვაქცინაცია მათთვის სასურველ დროს. როგორც აქ, ასევე სხვა დაწესებულებებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, პედაგოგიურ პერსონალს ექნება განსაკუთრებული ხელშეწყობა, რათა მათი ვაქცინაცია მათი ნებით მოხდეს შეუფერხებლად“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. სამედიცინო უნივერსიტეტში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი დღეს გაიხსნა და ფაიზერით იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს. მსურველებს რეგისტრაცია ონლაინ www.booking.moh.gov.ge -ს ან ცხელი ხაზის 1522-ის დახმარებით შეუძლიათ. რეგისტრირებული პირები სამედიცინო უნივერსიტეტის მესამე კორპუსში, ვაჟა-ფშაველას N33-ში, დაჯავშნილ ვიზიტამდე 10 წუთით ადრე უნდა მივიდნენ.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)