|
2021-07-29 21:02:39, 718 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ს კონგრესმენები - იმედგაცრუებულნი ვართ მოვლენების ასე განვითარებით
„ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ საქართველოში მოვლენების ასე განვითარებით - მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ერთად იმუშაონ დემოკრატიის გასაძლიერებლად და არა მისი დანგრევისთვის," - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენები ადამ კინზინგერი და ჯერი კონოლი ერთობლივ წერილს ვრცელებენ , წერილში კონგრესმენები „ქართული ოცნების“ მიერ შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლას ეხმაურებიან. კონგრესმენების წერილში ნათქვამია,რომ ამ მოვლენებით გამბედაობა ემატება მას,ვისაც ქართული დემოკრატიის მარცხის ნახვა სურს. კონგრესმენები იმედოვნებენ,რომ ორივე მხარე წავა კომპრომისზე. თავის მხრივ კი, გამოთქვამენ მზაობას დახმარება გაუწიონ საქართველოს. „სიახლე, რომ „ქართული ოცნება“, გავა 19 აპრილის საპარლამენტო შეთანხმებიდან, სამწუხაროდ ხაზს უსვამს საქართველოს დემოკრატიისთვის არსებულ მიმდინარე გამოწვევებს. ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ მოვლენების ასე განვითარებით და ასევე, როგორც ოპოზიციური პარტიების უარით შეერთებოდნენ შეთანხმებას, ასევე თბილისში პოლიტიკის ზოგადი პოლარიზაციით. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ უკან დაიხიონ, ხელახლა გადააფასონ მათი პრიორიტეტები და ერთად იმუშაონ საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად და არა - მისი დანგრევისთვის. მხოლოდ საკანონმდებლო პროცესის საშუალებით შეიძლება გადაიჭრას მმართველობასთან დაკავშირებული რთული საკითხები. მათ, ვისაც ქართული დემოკრატიის მარცხის ნახვა სურს, გამბედაობა ემატებათ, როცა პოლიტიკოსები უკან იხევენ, ერთმანეთისკენ თითს იშვერენ და ავრცელებენ კონსპირაციებს. ჩვენ მზად ვართ ხელი შეგიწყოთ სადაც შეგვიძლია, რათა საქართველოს დემოკრატიისადმი ნდობის აღდგენას დავეხმაროთ“, - ნათქვამია კინზინგერისა და კონოლის ერთობლივ წერილში
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)