20:29 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-29 10:03:54, 625 ნახვა

პოლიტიკა
სახელმწიფო დეპარტამენტი - „ოცნების“ შეთანხმებიდან გასვლა პოლიტიკურ კრიზისში დაბრუნების საფრთხეს ქმნის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „ქართული ოცნების“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლას ეხმაურება და პრესსპიკერი ნედ პრაისი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

„პარტია „ქართული ოცნების“ გასვლა 19 აპრილის შეთანხმებიდან ძირს უთხრის ქვეყნისთვის საჭირო რეფორმების გასატარებლად შეთანხმებულ გზას და პოლიტიკურ კრიზისებში დაბრუნების საფრთხეს ქმნის. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ერთად იმუშაონ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლისთვის“, - წერს ნედ პრაისი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის მედიაციით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics