04:05 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-28 18:16:40, 1155 ნახვა

რეგიონი
ქ. ბოლნისის N3 საჯარო სკოლის დირექტორს, მზია დანელიას საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა

ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა დღეს  ბოლნისის N3 საჯარო სკოლის დირექტორს, მზია დანელიას საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდების მიღება მიულოცეს. - ამის შესახებ განცხადებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია   საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება ავრცელებს.

 მათი თქმით, მერმა და დეპუტატმა მზია დანელიას სიგელი და სამკერდე ნიშანი, წარწერით „დამსახურებული მასწავლებელი“ გადასცეს. შეხვედრას ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი იამზე სვანიძეც ესწრებოდა.

მზია დანელიას დამსახურებული მასწავლებლის წოდება „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით“ მიენიჭა.

„ჩვენი მუნიციპალიტეტის გამორჩეულ პედაგოგს, N3 საჯარო სკოლის დირექტორს, ქალბატონ მზია დანელიას საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა. 42-წლიანი პედაგოგიური სტაჟის განმავლობაში, მან არაერთი თაობა აღზარდა, მე-3 სკოლის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა და ახალი თაობის მასწავლებლებისთვის მისაბაძ პედაგოგად იქცა. ვულოცავ მზია მასწავლებელს დამსახურებული მასწავლებლის წოდების  მიღებას და მას პროფესიულ საქმიანობაში კვლავ არაერთ წარმატებას ვუსურვებ. თითოეული ბოლნისელი ამაყობს მზია მასწავლებლითა და ყველა იმ პედაგოგით, რომლებიც მომავალი თაობის აღზრდაში ძალისხმევას არ იშურებენ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics