20:01 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-28 15:22:20, 761 ნახვა

საზოგადოება
ჩუღურეთისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 36 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცათ

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ  ჩუღურეთისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 36 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა.  - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები, რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ, სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცათ.  

„მინდა, მივულოცო ამ ოჯახებს საცხოვრებელი ფართების დაკანონება. ეს პროგრამა 2017 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ჩემი დაპირება იყო  და რა თქმა უნდა, მას ჩვენ ვასრულებთ. ბოლო 4 წლის განმავლობაში თქვენ ჩემთან ერთად დადიოდით უბან-უბან, სხვადასხვა რაიონში  და ხედავდით, რამდენ ოჯახს და ადამიანს დავეხმარეთ ამ მიმართულებით. ეს პროგრამა გრძელდება.  მინდა, ვუთხრა ყველა იმ ოჯახს, რომელსაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, აუცილებლად მიმართონ თავისივე რაიონის გამგეობას, სადაც ზედმიწევნით ეტყვიან, თუ რა დოკუმენტაციაა საჭირო საცხოვრებელი ფართების დასაკანონებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე 1500-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. მერიაში დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
ყაზახეთმა და ევროკავშირმა ბრიუსელში არაერთ სტრატეგიულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი
სახახო დამცველმა ივანიშვილის რეჟიმის მიღებული დრაკონული და ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონები გააკრიტიკა
საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ქოფირაითინგის ვორკშოპი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics