|
2021-07-28 12:40:58, 562 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია სამშენებლო „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონის აღსრულებისთვის საჭირო წესსა და პროცედურებს ამტკიცებს
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „სამშენებლო ამნიისტის შესახებ“ კანონი ძალაში შედის, დედაქალაქის მერია კი კანონის აღსრულებისთვის საჭირო წესსა და პროცედურებს ამტიცებს. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დაინტერესებულ პირებს მიეცემათ შესაძლებლობა, ისარგებლონ ამ კანონით დადგენილი შეღავათებითა და სპეციალური რეჟიმებით. „საქართველოს პარლამენტმა დაასრულა სამშენებლო ამნისტიასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტის განხილვა. კანონი უკვე მიღებულია, გამოქვეყნებულია და ძალაში შედის 28 ივლისიდან. თბილისის მუნიციპალიტეტი დაამტკიცებს ამ კანონის აღსრულებისთვის საჭირო წესს და პროცედურას და დაინტერესებულ პირებს მიეცემათ შესაძლებლობა, ისარგებლონ ამ კანონით დადგენილი შეღავათებითა და სპეციალური რეჟიმებით. კანონი შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან. პირველი მოიცავს 2020 წლის 18 აგვისტომდე, ნებართვის საფუძველზე დასრულებულ მშენებლობებზე ზოგიერთი სამშენებლო დარღვევის პატიებას. ეს დარღვევებია ფართობის გადამეტება, განაშენიანების კონტურის დარღვევა, „წითელი ხაზების“ დარღვევა, ფუნქციური ზონის დარღვევა და ა.შ. ასევე, ამ დარღვევების პატიებისთვის საჭირო წესებს და პროცედურებს. კანონის მეორე ნაწილი ითვალისწინებს, მომავალში ასეთი დარღვევების თავიდან არიდებისა და პრევენციის მიზნით, პასუხისმგებლობის დამძიმებას, რომ იგივე არ განმეორდეს. კერძოდ, სამშენებლო დარღვევების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისმგისმგებლობის დაკისრებას დამრღვევი პირების მიმართ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. რაც შეეხება კანონის მესამე ნაწილს, დედაქალაქის მერის თქმით, ეს ეხება შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების წესებს. კერძოდ, იმ მშენებლობების შემთხვევაში, რომლებიც შეიცავენ საყოფაცხოვრებო ფართებს.
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
ყაზახეთმა და ევროკავშირმა ბრიუსელში არაერთ სტრატეგიულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი
სახახო დამცველმა ივანიშვილის რეჟიმის მიღებული დრაკონული და ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონები გააკრიტიკა
საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ქოფირაითინგის ვორკშოპი გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)