21:33 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-26 18:48:57, 705 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: საქართველოს 4 დაცული ტერიტორია UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შევიდა

საქართველოს 4 დაცული ტერიტორია UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შევიდა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს საერთაშორისო აღიარებაა და საქართველო კვლავ გამოჩნდა მსოფლიო მასშტაბით რუკაზე, როგორც გამორჩეული ბიორავალფეროვნების მქონე ქვეყანა.

„სწორად იყო პრემიერის მიერ აღნიშნული, ის ფაქტი, რომ საქართველოს უნიკალური ბუნება UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შევიდა, არ არის მხოლოდ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, ეს არის მნიშვნელოვანი მთელი რეგიონისთვის, შავი ზღვის აუზისთვის, ეს არის საერთაშორისო აღიარება; საქართველო კიდევ ერთხელ გამოჩნდა მსოფლიო მასშტაბით რუკაზე, როგორც გამორჩეული ბიომრავალფეროვნების მქონე ქვეყანა, რომელსაც უნიკალური ბუნება აქვს, რაც არ არის მხოლოდ საქართველოს კუთვნილება, ეს არის მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი, რაც UNESCO-მ დაადასტურა.

2019 წლიდან დავიწყეთ ამ ნომინაციაზე მუშაობა. აქ, ჩვენს სამინისტროსთან ერთად, მნიშვნელოვანია საგარეო საქმეთა სამინისტროსი წვლილი, რომელიც მუშაობდა იუნესკოსთან, და საბოლოოდ, დღეს ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics