21:23 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-26 11:16:44, 724 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა, ახალი „ლოქდაუნი“ და შეზღუდვები არ იქნება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველო ახალ ჩაკეტვებს ვერ გაუძლებს, შესაბამისად, არც „ლოქდაუნი“ და არც შეზღუდვები არ იქნება გამართლებული.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მოსახლეობამ უნდა გაიკეთოს ვაქცინა და დაუჯეროს არა „ფეისბუქის“ საშუალებით გავრცელებულ დეზინფორმაციას, არამედ მეცნიერებას,

„ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა. ეს არის მართვის გზა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეფექტურად ვმართოთ ეპიდემია. ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვებს, არც „ლოქდაუნი“ არც შეზღუდვები არ იქნება გამართლებული, ეს იქნება დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის, რაც ნიშნავს, რომ უნდა ავიღოთ ვალი, რაც გახდება ჩვენი მოსახლეობის გადასახდელი. ამიტომ, ეს რომ არ განმეორდეს და ამის გაკეთება არ მოგვიწიოს, უნდა გავიკეთოთ ვაქცინაცია. ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და არა „ფეისბუქის“ საშუალებით გავრცელებულ ათას დეზინფორმაციას და ტყუილს“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics