04:08 - 22 Apr, 2026
|
2021-07-22 14:37:30, 1241 ნახვა
რეგიონი
ბათუმში მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული კორპუსის მეორე სართულიდან გადახტა
ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოხტა. სამართალდამცავებმა მამაკაცის გადარჩენა გასაბერი ლეიბის საშუალებით მოახერხეს. 25 წლის მამაკაცი ბათუმის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, ბიჭი სავარაუდოდ, გუშინ, ბათუმის ბულვარში მომხდარ მკვლელობაშია ბრალდებული. შეგახსენებთ, რომ ბათუმში, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, ერთ-ერთი კაფე-ბარის დაცვის თანამშრომელი მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. 60 წლამდე მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით, ერთ-ერთმა სტუმარმა მიაყენა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)