|
2021-07-22 12:20:11, 931 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიცია და NGO-ები კახა კუჭავასგან ქალ დეპუტატებზე ძალადობასთან დაკავშირებით რეაგირებას ითხოვენ
ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას მიმართავენ და ითხოვენ რეაგირებას ქალ დეპუტატებზე ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით. როგორც დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა, პასუხი უნდა გაეცეს პარლამენტის მოძალადე წევრ მამაკაცებს. „მსგავსი ქმედება ფეხქვეშ თელავს ყველა იმ რეფორმას ქალთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რომელიც პარლამენტს მიუღია. იმიტომ რომ, 18 ივლისს კაცებმა პარლამენტში გვითხრეს, რომ თუ ქალის საუბარი და მისი გამოხატვის მანერა არ მოსწონთ, შეუძლიათ ხელით, ფიზიკურად გააჩერონ ის. ბატონო კახა გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი პოზიცია და იმოქმედოთ თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში, იმისათვის, რათა პასუხი გავცეთ პარლამენტის მოძალადე წევრ მამაკაცებს», - განაცხადა თამარ კორძაიამ. შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს, პარლამენტი პლენარულ სხდომათა დარბაზში, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა უნდა გამართულიყო, ხმაური იყო. სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და მედიის წარმომადგენლებმა ვახტანგ გომელაურს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს, ისინი ტრიბუნასთან დადგნენ და „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები გაშალეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნონა მამულაშვილი, რომელიც მაგიდაზე საპროტესტო პლაკატით ხელში ავიდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ მაგიდადან ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა. ამასთანავე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესთან ცდილობდა მისვლას, უმრავლესობის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ძალის გამოყენებით გაარიდა ადგილს.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)