|
2021-07-21 17:21:32, 1254 ნახვა
კომენტარი
გიორგი კაკაურიძე ვაშაძეს: რაც შეიძლება ფისკალური პოლიტიკით ფინანსთა სამინისტრომ გააკეთოს ინფლაციის კლებისთვის, კეთდება - ვამცირებთ ბიუჯეტის დეფიციტს
რაც შეიძლება ფისკალური პოლიტიკით ფინანსთა სამინისტრომ გააკეთოს ინფლაციის კლებისთვის, კეთდება - ვამცირებთ ბიუჯეტის დეფიციტს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, დღეს ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი პრობლემური თემაა მთელი მსოფლიოსთვის, რაც უმთავრესად გამოწვეულია პანდემიის გამო გლობალურ ეკონომიკებში შექმნილი ვითარებით. „ინფლაცია გეთანხმებით, რომ პრობლემური თემაა. 9,9% დაფიქსირდა ბოლო თვეში, რაც არ არის კარგი. ვფიქრობთ, რომ საშუალო ინფლაცია, შესაძლოა, 6,5%-ზე მეტიც იყოს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. რას ვაპირებთ და რა შეიძლება გაკვეთოთ ინფლაციასთან მიმართებით. პირველ რიგში, თუ შევხედავთ მსოფლიო ეკონომიკებს, ვნახავთ, რომ პანდემიის საპასუხოდ გადაიდგა ისეთი რადიკალური ნაბიჯები, რომელიც წინა წლებში არ მომხდარა. აღნიშნულმა მნიშვნელოვნად შეუწო ხელი ინფლაციის გაზრდას და ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც ინფლაცია დაბალი იყო, დღეს - გაოთხმაგებულია. გარდა ამისა, როდესაც სწრაფი ეკონომიკური აღდგენა ხდება, მოთხოვნაც სწრაფად იზრდება, რაც ინფლაციაზეც ახდენს გავლენას. თქვენ თქვით, რომ ინფლაცია ჭამს ეკონომიკურ ზრდას. ამგვარი ფორმულირება არასწორია. 7.7%-იან ზრდაში იგულისხმება რეალური ზრდა, სადაც ინფლაციის ეფექტი უკვე გამორიცხულია. რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც ეკონომიკური ზრდა მაღალია ინფლაციის მაჩვენებელზე და ესეც იყო გარკვეული თვეების განმავლობაში - ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად აჭარბებდა ინფლაციას, თუმცა საბოლოო ჯამში, 10%-იანი და 9%-იანი ინფლაცია გეთანხმებით, რომ ძალიან მაღალია. ეროვნული ბანკის ქმედებები, სწორედ იმას უწყობს ხელს, რომ ინფლაციის მაჩვენებელი ეტაპობრივად შემცირდეს. რას აკეთებს ფინანსთა სამინისტრო - ვამცირებთ ბიუჯეტის დეფიციტს და ესეც ინფლაციის შემცირებას უწყობს ხელს. თუ მოუსმინეთ ეროვნულ ბანკს, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიმართულება, რაც სებ-ს დაეხმარება, რომ რეფინანსირების განაკვეთის დამატებითი ზრდის გარეშე შეძლოს ინფლაციის ტემპის შემცირება. რა თქმა უნდა, ეს ერთ თვეში ვერ მოხდება. თუმცა, ჩვენი ერთობლივი ნაბიჯები 3-4-თვიან ვადაში უკვე დაიწყებს მოქმედებას და მომდვენო პერიოდში, ინფლაციას კლებადი ტენდენცია უნდა ჰქონდეს", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.
ფაშინიანი ხმის მიცემის შემდეგ - მიყვარს საქართველო და მიყვარს ქართველები
ფაშინიანი პუტინის განცხადებაზე: რეფერენდუმი მაშინ ჩატარდება, როდესაც რეფერენდუმის თემა იქნება
ანგელა მერკელმა აღიარა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში თავდაცვის ხარჯები არასაკმარისი იყო
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ხმა მისცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)