00:45 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-20 15:31:46, 803 ნახვა

საზოგადოება
ნათია თურნავა: ვაქცინაციის გარეშე, რა თქმა უნდა, ეკონომიკის აღდგენაზე საუბარი რთულია

„ყველას მოვუწოდებ, არ უგულვებელყოს შესაძლებლობა, რომ თვითონაც დაიცვას თავი, დაიცვას ოჯახის წევრები, მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებსაც `დელტა შტამი` განსაკუთრებით ერჩის და ჩაიტაროს ვაქცინაცია. ამის გარეშე, რა თქმა უნდა, ეკონომიკის აღდგენაზე საუბარი რთულია", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია თურნავას განმარტებით, მნიშვნელოვანი პოზიტიური ტენდენციებია ეკონომიკის აღდგენის კუთხით და შესაძლოა, 2021 წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდითაც დასრულდეს, თუმცა, არსებობს ერთადერთი ფაქტორი, რამაც შეიძლება ამ პროცესს ხელი შეუშალოს -  პანდემია. ამიტომ ეკონომიკის მინისტრი ყველას მოუწოდებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ. მისი თქმით, დღეში მინიმუმ 20, 30 ათასი ადამიანის ვაქცინაციაა საჭირო, რომ ეკონომიკის აღდგენის პროცესი არ შეფერხდეს.

„თუკი საზოგადოება გვერდში არ დაგვიდგება მასობრივი ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში, მთავრობას მარტო ძალიან გაგვიჭირდება ვაქცინაციის მაღალი ტემპების უზრუნველყოფა. ჩვენ უზრუნველვყავით ვაქცინების საკმარისი რაოდენობა, იხსნება მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები, არის ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ ვაქცინაცია შეუფერხებლად ჩატარდეს. ასევე ვმუშაობთ მსხვილ დამსაქმებლებთან, ბანკებთან, ინდუსტრიულ კომპანიებთან. მაგრამ, რა თქმა უნდა, ვაქცინაცია ნებაყოფლობითი აქტია, პირველ რიგში თვითშეგნებას საჭიროებს და ამიტომ კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics